Monday, May 12, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:  ბუნება გაზაფხულსა და შემოდგომაზე

 

 პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა ფანტაზიით შექმნან თუ როგორი ლამაზია ბუნება გაზაფხულზე, მცენარეები ყვაყის, მინდვრები მწვანედ ხასხასებს, ჩიტები საამურად ჭიკჭიკებენ და ნაკადულები  მხიარულად რაკრაკებენ. ხოლო უფრო ლამაზია ბუნება შემოდგომაზე, მაგრამ მაინც დარდიანი სილამაზეა, რადგანაც ბუნება ზამთრის ძილისთვის ემზადება ,ყვითელი  ფოთლები ცვივა, ფრინველები გასაფრენად ემზადება. ე.ი. ბუნება შემოდგომაზე ფერს იცვლის.



პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები საკლასო ოთახში გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს, იქმნება სხვადასხვა პეიზაჟები გაზაფხულის და შემოდგომის, ნატიურმორტები ხილით, მოაწყობენ ოთახს აყვავებული ხის ტოტებით, იატაკს მოფენენ ყვითელი ფოთლებით.



პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გამოვუმუშავოთ გარემოზე დაკვირვების უნარი, აგრეთვე ზეპირი მეტყველება, ერთი მოსწავლე წაიკითხავს ლექსს ,,გაზაფხულზე’’, მეორე  ,,შემოდგომაზე’’, შემდეგ კი წარმოადგენენ და საკუთარი სიტყვებით აღწერენ ბუნებას, აგრეთვე საკუთარი ფანტაზიით შექმნიან ნახატებს,თვითონვე შეარჩევენ სახატავ ტექნიკას და შემოქმედებითად მიუდგებიან სამუშაოს. გაეცნობიან მხატვრის შემოქმედებას და მიიღებენ ინფორმაციას მისი მოღვაწეობის შესახებ.



მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:  1-2 კვირა

პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ამ გამოფენით გააფართოვებენ თვალსაწიერს, იმსჯელებენ და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, რატომ არ მოეწონათ, აღწერენ თითოეულ სურათს, საუბრობენ მათზე გამოყენებულ ფერებზე, შემდეგ სახელმძღვანელოდან გაეცნობიან, მხატვარ ,,პოლ გოგენის’’ ნახატებს და მის შემოქმედებას.



პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპიუტერი, მოძიებული სურათები, გუაში, აკვარელი, ფუნჯები, სახატავი ფურცლლები, წყალი ჭიქით.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. ა. ვირჩევთ თემას, ბუნება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. დაახასიათებენ თავისი სიტყვებით,  მოისმენენ ერთმანეთის აზრებს, აღწერენ სურათებს, საუბრობენ  გამოყენებულ ფერებზე.



ბ.  აყალიბებენ ჯგუფებს.
                          
გ .ინტერნეტში იძიებენ მასალას.

დ .ინაწილებენ მოვალეობებს.

აქტივობა 2. ვირჩევთ მოსწავლეებს რომელიც მოიძიებენ ,,პოლ გოგენის’’ ნახატებს, ასევე დაწერენ მცირე ესეებს მისი შემოქმედების შესახებ.

პროექტის შემაჯამებელი შეფასება: შეფასება მოხდება მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ანგარიშით და  წინასწაე შედგენილი სქემის მიხედვით.

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
მაღალი
ჯგუფთან თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს ჯგუფთან
ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგუფთან
კარგი ურთიერთობა აქვს ჯგუფთან
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფთან
ინფორმაციის მოძიება
არ იძიებს ინფორმაციას
ნაკლებად იძიებს ინფორმაციას
ეძებს ზედაპირულად
სწრაფად მოიძიებს ინფორმაციას
ზეპირი პრეზენტაცია
დავალების მოთხოვნებს არ პასუხობს
ნაკლებად აქტიურობს
კარგად აყალიბებს თემას, მოთხოვნა ზოგადად გაითვალისწინა
ლაკონურად ჩამოაყალიბა თემა, ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი/ხელოვნება/

ს.გ.V.3.მოსწავლე აკვირდება გარემოში ობიექტებს შორის არსებულ კავშირებს და ასახავს ნამუშევარში. გამოხატავს შესაბამისი ფერებით ბუნებას გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

ს.გ.V.4.მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს, რომ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება არის გრძნობების და განწყობილების გამოხატვის საშუალება.

პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა სირაძე

ელ ფოსტა: xatunasiradze70@gmail.com


No comments:

Post a Comment